ფორმულა 1: ჟიულ ბიანკი კომიდან გამოიყვანეს, მაგრამ...

AutoSharing Option
რუსული საჯინიბო "მარუსიას" ფრანგი პილოტი ჟიულ ბიანკი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

მრბოლელი დაუხმარებლად სუნთქავს, მაგრამ, ამასთან, უგონოდაა და მისი მდგომარეობა კვლავაც კრიტიკულია. ამის შესახებ BBC იტყობინება. გუშინ ბიანკი იაპონიის კლინიკიდან ქალაქ ნიცას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაგრძელდება პილოტის რეაბილიტაცია.

ბიანკის მშობლებმა - ფილიპმა და კრისტინამ მადლობა გადაუხადეს იაპონელ ექიმებს და განაცხადეს, რომ მათი ვაჟი სახლთან ახლოს გააგრძელებს აღდგენას, სადაც ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ექნება.

"ჟიულის ნევროლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, სიტუაცია ისევ სერიოზულია, მაგრ
ამ გაჩნდა ნიცაში მისი ტრანსპორტირების საშუალება. ვადასტურებთ, რომ ის ამ ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი", - იტყობინებიან ბიანკის ნათესავები.

შეგახსენებთ, ჟიულ ბიანკი იაპონიის გრანპრის დასრულებამდე ცხრა წრით ადრე ტრასიდან გადავარდა და ევაკუატორს შეეჯახა. ავარიის შედეგად ფრანგმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მიეს პრეფექტურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული