გუნდის ახალი მრბოლელი ჯერ კიდევ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი გახდა.
Ferrari-სა და ფერნანდო ალონსოს თანამშრომლობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ესპანელმა 1186 ქულა დააგროვა, 44-ჯერ ავიდა პოდიუმზე და 11-ჯერ გახდა ეტაპების გამარჯვებული.
"ყველანი Scuderia Ferrari-ში მადლიერები ვართ ფერნანდო ალონსოს მიერ გუნდში შეტანილი წვლილის გამო, როგორც პირად, ისე პროფესიონალურ დონეზე" - წერია გუნდის ვებგვერდზე.
საჯინიბომ დღესვე გამოაცხადა Red Bull-ის მრბოლელთან, სებასტიან ფეტელთან
გერმანელ მრბოლელთან კონტრაქტი 3 წელზე იქნება გათვლილი და ძალაში 2015 წლიდან შევა, როცა ფორმულა 1-ში ახალი სეზონი დაიწყება.
ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ ფერნანდო ალონსო შესაძლოა McLaren-ში გადავიდეს.