ფორმულა 1: გადამწყვეტი ბრძოლა აბუ დაბიში

AutoSharing Option
ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი გადამწყვეტი ბრძოლისთვის აბუ დაბიში ჩავიდნენ.

ჩემპიონატის ბოლო, მე-19 ეტაპი გაარკვევს ახალ ტრიუმფატორს: ან ჰემილტონი გახდება კარიერაში მეორედ ჩემპიონი, ან როსბერგი ზედიზედ მეხუთე წელი შეუნარჩუნებს ტიტულს გერმანიას.

ამ მომენტისთვის ინგლისელი 17 ქულით უსწრებს თანაგუნდელს. მართალია, სხვაობას კომფორტულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ის ჰემილტონს გარკვეულ უპირატესობას აძლევს. შეგახსენებთ, რომ ახალი წესის თანახმად, აბუ დაბიში ორმაგი ქულები თამაშდება, ანუ გამარჯვებული 50 ქულას მიიღებს, მეორეადგილოსანი 36-ს და ა. შ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პირობებს, რომლითაც ჰემილტონს ტიტულის მოპოვება შეუძლია:

თუ როსბერგი
მოიგებს რბოლას, ჰემილტონს მეორე ადგილზე გასვლა დასჭირდება;

თუ როსბერგი მეორე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონს პირველ ხუთეულში მოხვედრა დასჭირდება;

თუ როსბერგი მესამე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონს მეექვსე ადგილი ეყოფა;

თუ როსბერგი მეოთხე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონს მერვე ადგილი ეყოფა;

თუ როსბერგი მეხუთე ადგილს დაიკავებს, ჰემილტონს პირველ ათეულში მოხვედრა ეყოფა;

ჰემილტონი ავტომატურად გახდება ჩემპიონი, თუ როსბერგი აბუ დაბიში მეექვსე ან უფრო ქვედა ადგილს დაიკავებს.

დანიელ რიკარდოს გარანტირებული აქვს მესამე ადგილი, იმ დროს, როცა მეოთხე პოზიციისთვის იბრძოლებენ სებასტიან ფეტელი, ფერნანდო ალონსო და ვალტერი ბოტასი.

კონსტრუქტორთა თასის მფლობელი ერთი თვის წინ გამოვლინდა - ეს არის "მერსედესი". ასევე გარანტირებული აქვს მეორე ადგილი "რედ ბულს". მესამე ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ "უილიამსი" და "ფერარი".

აბუ დაბის გრანპრი
ჩატარების ადგილი: აბუ დაბი (საემიროები)
წრის სიგრძე: 5 554 მ
წრეების რაოდენობა: 55 (305 კმ)
მოსახვევები: 21 - 12 მარცხენა, 9 მარჯვენა
ტრასის რეკორდი: 1:40.279 (ფეტელი, "რედ ბული", 2009)
ყველაზე მეტი მოგება: 3 - სებასტიან ფეტელი

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 334
2. როსბერგი (მერსედესი) - 317
3. რიკარდო (რედ ბული) - 214
4. ფეტელი (რედ ბული) - 159
5. ალონსო (ფერარი) - 157
6. ბოტასი (უილიამსი) - 156
7. ბატონი (მაკლარენი) - 106
8. მასა (უილიამსი) - 98

უქმეების განრიგი
21 ნოემბერი, 13:00 - I პრაქტიკა
21 ნოემბერი, 17:00 - II პრაქტიკა
22 ნოემბერი, 14:00 - III პრაქტიკა
22 ნოემბერი, 17:00 - კვალიფიკაცია
23 ნოემბერი, 17:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული