მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი "სკუდერიაში" ფერნანდო ალონსოს შეცვლის, რომლის მომავალი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. 2015 წელს ფეტელის პარტნიორი ფინელი კიმი რაიკონენი იქნება.
"გუნდში გატარებული ხუთი წლის, 1186 მოპოვებული ქულის, 44 მოგებისა და 11 პოდიუმის შემდეგ ფერნანდო ალონსო ტოვებს "ფერარის" და მის ადგილს სებასტიან ფეტელი დაიკავებს", - წერია "ფერარის" ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ვარაუდობენ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსო კარიერას "მაკლარენში" გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"