ფორმულა 1: მიხაელ შუმახერი უკეთ ყოფილა

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, გერმანელი მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე იმ პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ლეგენდარულმა პილოტმა სარეაბილიტაციო პერიოდში მიაღწია. ამის შესახებ წერს გაზეთი "ბილდი".

"ამ მომენტისთვის ის აგრძელებს რეაბილიტაციის კურსს. ეს სერიოზული და გრძელი გზაა. მიხაელმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მისი ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე. კარგია, რომ მის გვერდით მუდმივად არიან ოჯახის წევრები. ეს მას დამატებით ძალებს აძლევს", - აღნიშნა კემმა.

მენეჯერი ასევე გამოეხმაურა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის, ფრანგი ფილიპ სტრეიფის ამასწინანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ შუმახერს მეხსიერებასა და მეტყველებასთან
დაკავშირებით პრობლემები გააჩნია. კემის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სტრეიფი არასოდეს ყოფილა შუმახერის მეგობარი და არც არასდროს მოუნახულებია გერმანელი პილოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული