ფორმულა 1: "ჰონდას" ჯერ პრობლემები აქვს

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე ტესტების პირველ დღეს პრობლემები შეექმნა "მაკლარენს" და მისთვის ძრავების ახალ მიმწოდებელ "ჰონდას". გუნდის ტესტ-პილოტმა სტოფელ ვანდორნმა სამი წრე გაიარა და დრო არ დაუფიქსირებია. დილიდან მას ხელი შეუშალა პრობლემებმა ელექტრონიკასთან, დღის მეორე ნახევარში კი აურია საწვავის ხარჯვაზე ინფორმაციის მიღების სისტემამ.

მაგრამ "ჰონდას" ბოსმა იასუჰისა არაიმ განაცხადა, რომ 2014 წლის სეზონის პირველ ტესტებზე სხვა გუნდებსაც შეექმნათ სირთულეები ძალისმიერ აგრეგატთან დაკავშირებით.

"უბრალოდ, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ფუნდამენტური შემოწმებები, სრულფასოვან ტესტებს კი თებერვალში დავიწყებთ, - განაცხადა არაიმ. - წელს ხერესში შევამჩნიე, რამდენი პრობლემა
წარმოექმნათ გუნდებს ახალ ძრავებთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ ეტაპზე პირველადი შემოწმებები ჩავატარეთ.

ტესტების მიზანია - დავალაგოთ კავშირი "მაკლარენსა" და "ჰონდას" შორის, რადგან ისინი ერთად პირველად მუშაობენ ტრასაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული