სებასტიან ფეტელს ჯაშუშობა დააბრალეს

AutoSharing Option
"ფერარის" გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი თავის ძველ გუნდთან - "რედ ბულთან" დაკავშირებით უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

საქმე ისაა, რომ აბუ დაბის გრანპრის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გერმანელი თავისი ახალი გუნდის - "ფერარის" ბოქსებში აღმოჩნდა, რაც წესებით, დაუშვებელია. "რედ ბულის" წარმომადგენელმა ჰელმუტ მარკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის და მთლიანად ავსტრიული საჯინიბო ძალიან უკმაყოფილოა ფეტელის მხრიდან წესების მიმართ ასეთ არასერიოზული დამოკიდებულებით.

აღვნიშნავთ, რომ ფეტელმა წესი მართლაც დაარღვია, მაგრამ მას ყოფილი გუნდის გეგმების შესახებ არაფერი ეცოდინებოდა, რადგან თავად 2015
წლის გეგმა ჯერ არ არის შედგენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული