ფორმულა 1: ლუის ჰემილტონმა კარიერის შემდეგ მომღერლობა გადაწყვიტა

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მიანიშნა იმის შესახებ, რა საქმიანობას გაჰყვება სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ. კერძოდ, "მერსედესის" პილოტი არ გამორიცხავს მომღერლის კარიერის დაწყებას.

ჰემილტონის თქმით, სეზონის მსვლელობისას ძალიან ბევრ დროს ატარებს სტუდიაში. ეს ჯერ მხოლოდ ჰობია, თუმცა ამ ყველაფერს ორგზის ჩემპიონი ძალიან სერიოზულად უყურებს.

ლუისი ამბობს, რომ არ სურს ისე მოიქცეს, როგორც მისი ბევრი კოლეგა, ამიტომაც არ აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ კომენტატორობას. ჰემილტონმა მაგალითად ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მოიყვანა, რომელსაც კომენტატორობა არ დაუწყია და ფეხბურთის მიღმა "შესანიშნავი კარიერა"
აიწყო.

ჰემილტონის თქმით, მუსიკალური თვალსაზრისით მასზე დიდ გავლენას ახდენენ მაიკლ ჯექსონი, პრინცი, Jay-Z, ჯგუფი Kodaline, აგრეთვე პილოტის შეყვარებული, ჯგუფ Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი ნიკოლ შერცინგერი.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ჰემილტონმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა ბრიტანელ მუსიკოს Angel-თან თანამშრომლობით. მაშინ ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჰემილტონის ვოკალური მონაცემები. ლუისის ჩანაწერები ფართო პუბლიკისთვის არ გამოქვეყნებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული