ფორმულა 1: გაისად 21 გრანპრი!

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ მსოფლიოს საბჭოს სხდომაზე დაამტკიცა 2015 წლის ჩემპიონატის კალენდარი.

პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, კალენდარი 21 რბოლისგან შედგება. გარდა ამისა, ეს იქნება ყველაზე გრძელი პირველობა - ის სტარტს 15 მარტს ავსტრალიაში აიღებს და 29 ნოემბერს აბუ დაბიში დასრულდება.

მთავარი სიურპრიზი გახდა კორეის გრანპრის დაბრუნება. მისი ჩატარება 3 მაისს არის დაგეგმილი. თუმცა კორეის ეტაპს დამატებითი დადასტურება სჭირდება.

კალენდარში კიდევ ერთი ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთისა და ბაჰრეინის ეტაპებს ადგილები გაუცვალეს. ასევე საინტერესოა, რომ 25-წლიანი შესვენების შემდეგ ფორმულა 1-ს უბრუნდება
მექსიკის გრანპრი, რომელიც მეხიკოში ძმები როდრიგესების განახლებულ ტრასაზე გაიმართება.

2015 წლის კალენდარი
15 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
29 მარტი - მალაიზია (სეპანგი)
12 აპრილი - ჩინეთი (შანხაი)
19 აპრილი - ბაჰრეინი (საჰირი)
3 მაისი - კორეა (იონამი)
10 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
24 მაისი - მონაკო (მონტე კარლო)
7 ივნისი - კანადა (მონრეალი)
21 ივნისი - ავსტრია (რედ ბულ რინგი)
5 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
19 ივლისი - გერმანია (ნიურბურგრინგი)
26 ივლისი - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
23 აგვისტო - ბელგია (სპა)
6 სექტემბერი - იტალია (მონცა)
20 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)
27 სექტემბერი - იაპონია (სუზუკა)
11 ოქტომბერი - რუსეთი (სოჭი)
25 ოქტომბერი - აშშ (ოსტინი)
1 ნოემბერი - მექსიკა (მეხიკო)
15 ნოემბერი - ბრაზილია (ინტერლაგუში)
29 ნოემბერი - აბუ დაბი (იას-მარინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული