"ყოველთვის მინდოდა აირტონ სენას მიღწევის გამეორება. წელს მეორე ტიტული მოვიგე და ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ მესამედ გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი. თუ ასეთი შანსი გამოჩნდება, ყველაფერს გავაკეთებ მის გამოსაყენებლად.
მეორე ტიტული ჩემთვის განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი ჩემპიონობა შესანიშნავია, მაგრამ მეორე - კიდევ უფრო უკეთესი. იმის გათვალისწინებით, რისი გადატანაც მომიწია, წელს მოპოვებულმა
წელი რთული გამოდგა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით ვნერვიულობდი ბოლო რბოლის წინ, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორედ იქ წყდებოდა. მახსოვდა სეზონის ყველა უსიამოვნება. ზღვარზე უნდა შემეტია იმისთვის, რომ ტიტულს მივწვდომოდი.
ჩვენი გუნდი საუკეთესოა და გვინდა მომავალ წელსაც მწვერვალზე დავრჩეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ მჯერა "მერსედესის". მომავალი წლიდან ყველაფერი ნულიდან დაიწყება, ამიტომაც წინასწარ არ გამოვაცხადებთ საკუთარ თავს ჩემპიონებად. 2015 წელს კიდევ უფრო ძლიერ გამოსვლას ვგეგმავთ", - განაცხადა მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"