ფორმულა 1: "მერსედესის" ძლიერი სვლა

AutoSharing Option
"მერსედესის" ბოსმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ ბელგიის გრანპრის დროს ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გუნდმა პილოტებს გარკვეული დროით ერთმანეთში ურთიერთობა აუკრძალა.

"ამ სიტუაციიდან გუნდი გაცილებით ძლიერი გამოვიდა. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ არც ერთი პილოტი აღარ ჩაერეოდა გუნდის მოქმედებაში და ამან გაგვაერთიანა. სასიკვდილო თამაშები, როგორიც ბელგიაში ვიხილეთ, დაუშველებია ჩვენი საჯინიბოსთვის.

როცა ნიკო და ლუისი ბაზაზე დაბრუნდნენ, მათ ეს კარგად გააცნობიერეს. ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ამიერი
დან მსგავი მოქმედება გამორიცხული იქნებოდა, რადგან გუნდს მომზადებული ჰქონდა ტექნიკური სიახლეები, რომელიც მონცასა და სინგაპურში უნდა ჩაგვეტანა. ინჟინრები გუნდში ღამეებს ათენებენ და ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ, პილოტები კი მეორე წრეზე შეჯახების უფლებას აძლევენ საკუთარ თავს.

ამიტომაც ჩვენ ვთქვით, რომ თუ ამგვარი ინციდენტი განმეორდებოდა, გუნდს მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება შემდეგ საკითხზე - ღირს თუ არა პილოტთა ამგვარი შემადგენლობის შენარჩუნება. ეს ნახევრად ოფიციალური განცხადება იყო, რომელმაც განამტკიცა ჩვენი პოზიციები", - ამბობს ვოლფი "ავტოსპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ამასობაში, ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ კიდევ შვიდი წელი აპირებს ფორმულა 1-ში დარჩენას, რის შემდეგაც, 36 წლის ასაკში დატოვებს "სამეფო რბოლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული