ჟურნალმა "ავტოსპორტმა" დანიელ რიკარდო აღიარა

AutoSharing Option
ჟურნალმა "ავტოსპორტმა" "რედ ბულის" პილოტი დანიელ რიკარდო 2014 წლის საუკეთესო მრბოლელად აღიარა.

მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი, "მერსედესის" წევრი ლუის ჰემილტონი მეორეზე აღმოჩნდა, სამეულში კი შევიდა ფერნანდო ალონსო, რომელიც გასულ სეზონში "ფერარის" რიგებში გამოდიოდა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მხოლოდ 24-ე პოზიციაზე გავიდა, პირველი ათეული კი ასეთია:

1. დანიელ რიკარდო (ფორმულა 1)
2. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1)
3. ფერნანდო ალონსო (ფორმულა 1)
4. მარკო ვიტმანი (DTM)
5. სებასტიან ოჟიე (WRC)
6. ნიკო როსბერგი (ფორმულა 1)
7. ანდრე ლოტერერი (WEC)
8. უილ პაუერი
(INDYCAR)
9. სებასტიან ბუემი (WEC)
10. ვალტერი ბოტასი (ფორმულა 1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული