მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობას თითქმის ყველა სპონსორი აგრძელებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან მიხაელ შუმახერთან, რომელიც 2013 წლის დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას აქამდე გადის, თითქმის ყველა სპონსორი კვლავაც აგრძელებს თანამშრომლობას.

ამის შესახებ ავტომრბოლის მენეჯერმა საბინა კემმა Bild-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი თანამშრომლობა სპონსორებთან დაფუძნებულია პარტნიორობასა და მეგობრობაზე, რაც ბოლო წელიწადმაც დაადასტურა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პარტნიორებიდან თითქმის არცერთს შეუქცევია ჩვენთვის ზურგი", - თქვა კემმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიებმა Navyboot-მა და Jet Set-მა უარი განაცხადეს შუმახერთან სპონსორული ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ამ
სარეკლამო კონტრაქტებს მიხაელისთვის წელიწადში 6.3 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი პილოტი ფრანგულ კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა, რის შედეგადაც თავის ტვინის მძიმე დაზიანებები დაუდგინდა და ოპერაცია დასჭირდა. 2014 წლის სექტემბრიდან შუმახერი რეაბილიტაციას ჟენევის ტბის სიახლოვეს, საკუთარ ვილაში გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული