მიხაელ შუმახერი ტირის, როდესაც თავისი ცოლისა და შვილების ხმას იგებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი ტირის, როდესაც თავისი ცოლისა და შვილების ხმა ესმის, - ამის შესახებ Sky Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ბოსელიმ Twitte-ში საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

"შუმი ტირის, როდესაც თავისი ცოლისა და ბავშვების ხმა ესმის. ერთი შეხედვით, ეს სამწუხარო სიახლეა, მაგრამ სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ მიხაელის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება", - დაწერა ბოსელიმ.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი პილოტი ფრანგულ კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა, რის შედეგადაც თავის ტვინის მძიმე დაზიანებები დაუდგინდა და ოპერაცია დასჭირდა. 2014 წლის სექტემბრიდან შუმახერი რეაბილიტაციას ჟენევის ტბის სიახლოვეს,
საკუთარ ვილაში გადის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამისთანა კარგ კაცს ღმერთი უშველის, აუცილებლად!
Archil Khoperia
20:47 28-12-2014
0
როგორ დაემართა, მაინც ვერ ვხვდები, ჩვენი კურორტებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნებოდა, ტრასა მოწესრიგებული, სრიალი არ იცოდაო ანდ ჩაფხუტი არ ეხურაო, ვერ იტყვი, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი?:( უნდა გამოჯანმრთელდეს აუცილებლად!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული