ფორმულა 1: ისევ მიხაელ შუმახერზე

AutoSharing Option
ავტოსპორტის თემაზე მომუშავე ცნობილმა ჟურნალისტმა ალბერტო საბატინიმ ისაუბრა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის აღდგენით პროცესზე. 29 დეკემბერს ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა გერმანელმა თხილამურებით სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ მიხაელი არ არის მიჯაჭვული საწოლს. როცა არ უწევს კუნთების ტონუსის ასამაღლებელი ფიზიოთერაპიული კურსი, ის ფანჯარასთან სავარძელში ზის. ბოლო დროს დაიწყო ახლობელი ადამიანების ცნობა, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია. სახის კუნთები თითქმის უმოძრაო აქვს.

შუმახერი რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე, ხმებზე მხოლოდ თვალების მოძრაობით პასუხობს. რაც მთავარია,
მისი თავის ტვინი ფუნქციონირებს. ექიმები ფრთხილობენ პროგნოზებისას და ამბობენ, რომ მსგავსი ტრავმების შემდეგ აღდგენას წლები სჭირდება. ხანდახან პაციენტებს ყველაფრის თავიდან დაწყება უხდებათ - სიარულისა და ლაპარაკის სწავლა.

მნიშვნელოვანია, რომ მიხაელი აგრძელებს ბრძოლას. მისი ბრძოლის ჟინი უნდა დაეხმაროს ამ ომის მოგებაში. და თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, პირველ რიგში, ეს სწორედ შუმახერია", - ამბობს საბატინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული