"ფერარიმ" და "მაკლარენმა" რუსების გამო მრავალმილიონიანი წაგება ნახეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდებმა - "ფერარიმ" და "მაკლარენმა" მრავალმილიონიანი წაგება ნახეს რუსული გუნდის, "მარუსიას" "დიდი რბოლებიდან" წასვლის გამო.

ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ "მარუსიას" "ფერარის" ვალი აქვს, რომელიც 26 მილიონ დოლარს უტოლდება. სწორედ ეს თანხა უნდა გადაეხადა რუსულ საჯინიბოს რვა ძრავის სანაცვლოდ.

თავის მხრივ, "მაკლარენის" მიმართ დავალიანება 11 მილიონ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ბრიტანული საჯინიბო იყო "მარუსიას" ტექნიკური მხარდამჭერი. ამ გუნდების გარდა, რუსებს 200-ზე მეტი კრედიტორის ვალი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ "მარუსიამ" ჩემპიონატში გამოსვლა ნოემბრის დასაწყისში შეწყვიტა. 200-მდე თანამშრომელი უვადო შვებულებაში გაუშვეს, გუნდმა კი
გამოტოვა 2014 წლის სეზონის ბოლო სამი ეტაპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული