"დაკარი 2015": ბოლივიაში ლიდერი შეიცვალა

AutoSharing Option
რალი-რეიდ "დაკარზე" მეცხრე ეტაპი გაიმართა, რომელშიც დასვენების დღე ჰქონდათ ავტომრბოლელებს და მონაწილეებს შორის მხოლოდ მოტომრბოლელები ვიხილეთ. მათ ბოლივიის უიუნიდან ჩილეს იკიკემდე 808 კილომეტრი დაფარეს, რის შემდეგაც შეიცვალა ლიდერი გენერალურ კლასიფიკაციაში.

ეტაპს სტარტი ბოლივიის პრეზიდენტმა უგო მორალესმა მისცა. ეს რბოლა ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა საერთო ჩათვლის აწ უკვე ყოფილი ლიდერისთვის, ხოან ბარედოსთვის, რომელიც "ჰონდას" მოტოციკლით გამოდის. ესპანელს ეტაპის სტარტზევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები და ამის გამო ბარედომ დაახლოებით საათნახევარი დაკარგა, რითაც გამოეთიშა "დაკარის" მოგებაზე პრეტენდენტთა რიცხვს.

ბარედოს პრობლემებით კარგად ისარგებლა "დაკარის" ოთხგზის გამარჯვებულმა
მარკ კომამ, რომელიც KTM-ის გუნდის წევრია. მან გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და უახლოეს მდევარს, პორტუგალიელ პაულო გონკალვეშს ცხრა წუთზე მეტს უგებს.

ეტაპის გამარჯვებული კი, ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად, KTM-ის მოტოციკლით მოასპარეზე ჩილელი პაბლო კინტანილია გახდა. მან 11 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ესპანელ ხუან პედრედოს. კინტანილია საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა და კომასთან 11 წუთსა და 11 წამს აგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული