ფორმულა 1: პრეზენტაციები დანიშნულია

AutoSharing Option
სულ უფრო ცოტა დრო რჩება ზამთრის ტესტების დაწყებამდე, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სამმა გუნდმა - "ფერარიმ", "მაკლარენმა" და "მერსედესმა" გამოაცხადეს ოფიციალურად ახალი მანქანების პრეზენტაციის თარიღი.

მიუხედავად ამისა, გერმანულმა გამოცემა Auto Motor und Sport-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილეების ბოლიდების პრეზენტაციის თარიღები. სავსებით ლოგიკურია, რომ ბევრმა მათგანმა 2015 წლის მანქანის წარსადგენად ხერესი აირჩია, სადაც დაიწყება კიდეც წინასასეზონო ტესტების პირველი სერია.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი "უილიამსის" პრეზენტაციაზე. პირველადი ვერსიით, ბრიტანელებს მანქანის წარდგენა 31 იანვარს ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გუნდს პრობლემები შეექმნა და პრეზენტაციის
თარიღი გადაიწევა.

პრეზენტაციების განრიგი
21 იანვარი - Force India, მეხიკო
29 იანვარი - McLaren, ინტერნეტი
30 იანვარი - Ferrari, ინტერნეტი
31 იანვარი - Toro Rosso, ხერესი
31 იანვარი - Williams, ხერესი
1 თებერვალი - Mercedes AMG, ხერესი
1 თებერვალი - Red Bull Racing, ხერესი
1 თებერვალი - Lotus F1, ხერესი
1 თებერვალი - Sauber C34, ხერესი

ახალი დროებით ხუთ გრანპრიზე
დადგინდა, რომ 2015 წლის სეზონში ხუთი რბოლის დაწყების დრო გადაიწევს ერთი საათით უკან. ეს რბოლებია - ავსტრალია, მალაიზია, ჩინეთი, იაპონია და რუსეთი.

"სუზუკაზე" ჟიულ ბიანკის ავარიის შემდეგ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ერთ-ერთი რჩევა იყო სტარტის დანიშვნა შებინდებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე. სწორედ ამ რეკომენდაციის შესაბამისად შეიცვალა ეტაპების დაწყების დრო.

ავსტრალიაში გრანპრი ადგილობრივი დროით დაიწყება არა 17, არამედ 16 საათზე (თბილისის დროით 9 საათი). მალაიზიაში სტარტს მისცემენ 15 საათზე (თბილისის დროით 11 საათზე), ჩინეთში - 14 საათზე (10:00), იაპონიაში - 14 საათზე (09:00) და რუსეთში - 14 საათზე (15:00).

2015 წლის კალენდარი
15/03 - ავსტრალია, 09:00
29/03 - მალაიზია, 11:00
12/04 - ჩინეთი, 10:00
19/04 - ბაჰრეინი, 19:00
10/05 - ესპანეთი, 16:00
24/05 - მონაკო, 16:00
07/06 - კანადა, 22:00
21/06 - ავსტრია, 16:00
05/07 - ბრიტანეთი, 16:00
19/07 - გერმანია, 16:00
26/07 - უნგრეთი, 15:00
23/08 - ბელგია, 15:00
06/09 - იტალია, 16:00
20/09 - სინგაპური, 16:00
27/09 - იაპონია, 09:00
11/10 - რუსეთი, 15:00
25/10 - აშშ, 00:00
01/11 - მექსიკა, 23:00
15/11 - ბრაზილია, 20:00
29/11 - აბუ დაბი, 17:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული