ფორმულა 1: CNN და "მაკლარენი" დაძმობილდნენ

AutoSharing Option
ტელეკომპანია CNN-მა მრავალწლიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა ფორმულა 1-ის საჯინიბო "მაკლარენთან".

2015 წლის ჩემპიონატში CNN-ის ლოგო განთავსდება ბრიტანული გუნდის ბოლიდის წინა ანტიფრთაზე, სეზონის მსვლელობისას კი ტელეკომპანიის ეთერში გავა "მაკლარენთან" დაკავშირებული რამდენიმე ტელეპროექტი.

"მაკლარენისა" და CNN-ის პარტნიორობა უნიკალურია, რადგან ის მოიცავს თანამშრომლობას რამდენიმე სფეროში. ჩვენ გაგვაერთიანა ახალი ტექნოლოგიებისადმი საერთო სიყვარულმა - ერთად განვახორციელებთ ახალ პროექტებს, რომელიც სცილდება ფორმულა 1-ის ფარგლებში თანამშრომლობას", - განაცხადა "მაკლარენის" პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რონ დენისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული