ფორმულა 1: უკანასკნელი მოჰიკანი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გუშინ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რობერ მანზონი. ის იყო ბოლო ცოცხალი ავტომრბოლელი, რომელმაც 1950 წელს მონაწილეობა მიიღო პირველ ჩემპიონატში და იმ წელს ქულები დააგროვა.

რობერ მანზონი 1917 წლის 12 აპრილს მარსელში დაიბადა. მან ფორმულა 1-ში 29 გრანპრიში მიიღო მონაწილეობა. დებიუტი 1950 წელს მონაკოში ჰქონდა - გუნდ Equipe Simca Gordini-ს მანქანით. სწორედ ამ ფრანგული საჯინიბოს ბოლიდით ჩაატარა მან ყველა რბოლა ფორმულა 1-ში.

რობერ მანზონმა სარბოლო კარიერა 1956 წელს დაასრულა. მისი საუკეთესო შედეგი იყო - ორი მესამე ადგილი
(1952 წელს ბელგიაში და 1954 წელს - საფრანგეთში). სულ კარიერაში ფრანგმა 16 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული