ფორმულა 1: "მარუსიას" ამერიკელი ყიდულობს

AutoSharing Option
შესაძლოა, ამერიკელი ბიზნესმენი ჯინ ჰაასი გახლავთ ის ინვესტორი, რომელთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული საჯინიბო "მარუსია". შეგახსენებთ, რომ ჰაასი 2016 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონატში საკუთარი გუნდის გამოყვანას აპირებს.

ჰაასმა უკვე შეიძინა გაკოტრებული გუნდის ბაზა, ხოლო ტექნიკური მოწყობილობის შეძენა მას დამატებით უპირატესობას მისცემს. ვარაუდობენ, რომ ამ გზით ბიზნესმენს შეეძლება გამოცდილი თანამშრომლების მიღება, ხოლო თუ 2014 წლის მანქანებსაც გამოისყიდის, უკვე 2015 წელს შეეძლება ჩემპიონატში ჩართვა. ეს კი "ჰაასს" უდიდეს გამოცდილებას შესძენს 2016 წელს დაგეგმილი დებიუტის წინ.

ასევე, არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ ჯინ ჰაასმა,
შესაძლოა, შეიძინოს ინტელექტუალური უფლებები "მარუსიას" 2015 წლის მანქანის კონსტრუქციის გაუმჯობესებაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული