ფორმულა 1: ალონსოს ლე მანი აუკრძალეს

AutoSharing Option
ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" დაადასტურა, რომ ხერესში წინასასეზონო ტესტების პირველ სერიაში განახლებულ მანქანას ტრასაზე პირველი ფერნანდო ალონსო გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ "მაკლარენი" MP4-30-ის ოფიციალურ პრეზენტაციას 29 იანვარს გამართავს და ოთხ დღეში ხერესში ტესტების სერიაც აიღებს სტარტს.

ალონსო მანქანას ტესტების პირველ და მესამე დღეს გამოცდის, ჯენსონ ბატონი კი საჭეს მეორე და მეოთხე დღეს მიუჯდება.

* * *
ამასობაში, ალონსოს აუკრძალეს ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობის მიღება. ეს გადაწყვეტილება კომპანია "ჰონდამ" მიიღო, რომელიც 2015 წლიდან "მაკლარენისთვის" ძრავების ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

"პორშეს" რიგებში ალონსოს მონაწილეობა
გასული წლის ბოლოს განიხილებოდა, როცა ესპანელი ჯერ არ იყო "მაკლარენის" წევრი. ახლა "პორშე" "ლე მანის "24-საათში" მონაწილეობისთვის ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, გერმანელ ადრიან სუტილს მიმართავს.

წელს ლე მანში 24-საათიანი რბოლა 13-14 ივნისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული