ფორმულა 1: გერმანიაში რბოლა არ იქნება?

AutoSharing Option
არ არის გამორიცხული, 2015 წელს ჩაიშალოს გერმანიის გრანპრის ჩატარება, რადგან არ არსებობს მოქმედი ხელშეკრულება არც "ნიურბურგრინგის" და არც "ჰოკენჰაიმის" ტრასების მფლობელებთან.

ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღიარა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის. კითხვაზე - შედის თუ არა გერმანიის გრანპრი ამ სეზონის კალენდარში, ბრიტანელმა უპასუხა:

"რეალურად, არა. მზად ვიყავით, ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ რბოლა გერმანიაში ჩატარებულიყო, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფორმულა 1-ის ეტაპი ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, არის ის, რომ მათ, უბრალოდ, ფული არ აქვთ გრანპრის ორგანიზებისთვის.

სიმართლე გითხრათ,
არც კი ვიცი, რატომ შეექმნათ მათ პრობლემები. ეს ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. შესაძლოა იმის გამო, რომ გერმანელები მიეჩვივნენ მიხაელ შუმახერის მხარდაჭერას და ენატრებათ ის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული