ფორმულა 1: ლუის ჰემილტონი შოუბიზნესს უმიზნებს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი თავისუფალ დროს R&B-ის სტილში მუსიკის შექმნით არის დაკავებული, თუმცა ჯერჯერობით მის შემოქმედებას მხოლოდ უახლოესი მეგობრები იცნობენ. შაბათს, გაზეთმა The Daily Telegraph-მა დაწერა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა შოუ-ბიზნესის კარიერის მიმართულებით, როცა კონტრაქტი გააფორმა მეტად ავტორიტეტულ PR-კომპანია Purple-თან, რომელიც სწორედ მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში სპეციალიზდება.

Purple-ის კლიენტთა შორის არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები - ადელი, ბეიონსე, Ice Cube და სხვები. სხვათა შორის ამ კვირას Purple-ის წარმომადგენლები თან ახლდნენ ლუისს პარიზის მოდის ჩვენებაზე, რომელიც
Louis Vuitton-ის სახლმა მოაწყო.

* * *
ამასობაში, ჰემილტონის პარტნიორმა "მერსედესში" ნიკო როსბერგმა მომავალ სეზონზე ისაუბრა. გერმანელი დარწმუნებულია, რომ 2015 წელსაც ტიტულისთვის ის და ლუისი იბრძოლებენ.

"ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს და მიმაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ ჩემსა და ლუის ჰემილტონს შორის გაიმართება", - განაცხადა როსბერგმა.

გარდა ამისა, გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა ილაპარაკა "ფერარიში" სებასტიან ფეტელის პერსპექტივებზე:

"ჩვეულებრივი ტენდენციაა, როცა გუნდში ახალბედას დროს სჭირდება ახალ გარემოსთან შესაჩვევად და შედეგების საჩვენებლად. სავარაუდოდ, სეზონის პირველ რბოლაში ფეტელი არ იქნება ლიდერებს შორის, მაგრამ ეს ხომ "ფერარია", რომელსაც ყოველთვის შეუძლაა გაგვაკვირვოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეტელი ისევ უფრო ხშირად ჩემი ბოლიდის უკანა შუქს დაინახავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული