ფორმულა 1: "ფერარის" სახელი მისცეს

AutoSharing Option
"ფერარის" ახალი ბოლიდის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში - 30 იანვარს გაიმართება. ჯერჯერობით კი იტალიური საჯინიბოს პრესსამსახური ამძაფრებს ინტერესს მომავალი ღონისძიებისადმი - თანდათან ამხელს ცალკეულ დეტალებს. მაგალითად, გუშინ ცნობილი გახდა ახალი მანქანის დასახელება.

სიურპრიზი არ მომხდარა - გუნდში გადაწყვიტეს, ძველ ყაიდაზე დაერქვათ სახელი: SF15T. მასში გაერთიანებულია ბრენდ Scuderia Ferrari-ს ინიციალები, კალენდარული წლის ორი ციფრი და ინდექსი, რომელიც მიუთითებს ტურბოძრავის გამოყენებას.

Ferrari SF15 T-ს 1-ელ თებერვალს ექნება დებიუტი ტესტებში. ესპანეთის ხერესში პირველ დღეს საჭესთან სებასტიან ფეტელი დაჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული