დრო "ფერარისაა", საიმედოობა - "მერსედესის"

AutoSharing Option
ოთხი დღის განმავლობაში ვაშუქებდით ფორმულა 1-ში წინასასეზონო ტესტების პირველ სერიას, რომელიც ესპანეთის ხერესში გაიმართა.

დღეს გთავაზობთ გაერთიანებულ ცხრილს, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით თითოეული პილოტის მიერ გაწეულ სამუშაოზე.

დრო წრე კმ
1. რაიკონენი (Ferrari) 1:20.841 198 877
2. ფეტელი (Ferrari) +0.143 148 655
3. ნასრი (Sauber) +0.704 196 868
4. როსბერგი (Mercedes) +1.141 308 1364
5. ერიქსონი (Sauber) +1.178 185 819
6. ჰემილტონი (Mercedes) +1.331 208 921
7. მასა (Williams) +1.435 144 638
8. ბოტასი (Williams) +1.478 134 593
9. ფერსტაპენი (Toro Rosso) +1.712 170 753
10. მალდონადო (Lotus) +1.872 137 607
11. საინსი (Toro Rosso) +2.346 182 806
12. რიკარდო (Red Bull) +2.497 83 368
13. გროსჟანი (Lotus) +2.961 53 235
14. კვიატი (Red Bull) +3.134 82 363
15. ბატონი (McLaren) +6.819 41 182
16. ალონსო (McLaren) +14.712 38 168

"კატერჰემის" ისტორია დასრულდა
ფორმულა 1-ის საჯინიბო "კატერჰემმა" აუქციონზე გამოიტანა მთელი თავისი ქონება, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიები.

გუნდის დროებითი ხელმძღვანელობა, რომელსაც გასული წლის ოქტომბრიდან შეექმნა ფინანსური პრობლემები, იმედოვნებდა "კატერჰემის" გამოსვლას 2015 წლის ჩემპიონატზე. გუნდი შეყვანილი იყო ახალი სეზონის მონაწილეთა წინასწარ სიაში, მაგრამ განაცხადი ოფიციალურად არ დადასტურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული