მიხაელ შუმახერი ეჭვმიტანილია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გადასახადებისათვის თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ევროპული პრესა ფრანგულ ტელეარხ Canal Plus-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა, ლეგენდარულ პილოტს საიდუმლო ანგარიში ბრიტანულ ბანკ HSBC Private Bank-ში ჰქონია, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ბრალს 2005-07 წლებში 180 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გათეთრებაში სდებენ. ვარაუდობენ, რომ ბანკი თავის კლიენტებს პანამასა და ვირჯინის კუნძულებზე, ოფშორული კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების დამალვაში ეხმარებოდა.

შუმახერის გარდა, ამ ბანკის კლიენტთა შორის ფორმულა 1-ის კიდევ ორი ცნობილი პილოტი - ფერნანდო ალონსო და ჰეიკი
კოვალაინენიც
არიან.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი თავის მძიმე ტრავმის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადის. გერმანელი პილოტი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას დაშავდა და ხუთ თვეზე მეტხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
180 მილიარდი არა მგონია, შეუძლებელია, მაგხელა თანხა ბუჯეტის არცერთ ქვეყანაში არ არის. შეიძლება 180 მილიონი იყოს და არა მილიარდი..ამ სტატიის ავტორს ... ნუ წერთ.
0
თავჯდომარე აქ არ ყოფილა??სად დაიკარგე ეს ოხერ ტიალი ხოლმე ხა??
ალონსო
21:07 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული