ფორმულა 1. მიკა ჰაკინენი და ოპერა

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ფინელ მიკა ჰაკინენს წილად ხვდა პატივი, მონაწილეობა მიეღო ყოველწლიური "საოპერო მეჯლისის" გახსნის ცერემონიაში, რომელიც პარიზის ოპერის თეატრში გაიმართა.

სცენარის მიხედვით, ლეგენდარული პილოტი სცენაზე უნდა გასულიყო და სიმბოლურად გონგი შემოერტყა. ან გონგი იყო ცუდად დამონტაჟებული, ან ჰაკინენმა ვერ გათვალა ძალები, მაგრამ მთელი კონსტრუქცია სცენაზე ჩამოვარდა და დარბაზში უხერხული სიტუაცია შეიქმნა.

მაგრამ, როგორც ფინური პრესა წერს, ტექნიკურ ხარვეზს სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია, რადგან მიკა მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას. ის არ დაიბნა და ცერემონიის სხვა მონაწილეებთან ერთად მხიარულად და უშუალოდ
შეხვდა მომხდარს.

პარალელურად, ჰაკინენის მეგობარი, წარმოშობით ჩეხი მარკეტა რემეზოვა საქველმოქმედო აუქციონს ატარებდა. მასზე გამოტანილი იყო მიკას სარბოლო კომბინეზონი. "მაკლარენში" გამოსვლის დროინდელი რელიქვია 36 ათას ევროდ გაიყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული