მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...
კვალიფიკაცია
- სპაზე კვალიფიკაციის მოგების შემდეგ, ნიკო როსბერგმა კარიერაში 28-ე პოული მოიპოვა. "მერსედესი" გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ბელგიაში ზედიზედ ოთხჯერ მოიგო კვალიფიკაცია. იგივე გააკეთა 1988-91 წლებში "მაკლარენმა".- სტარტზე მეორე პოზიციის მოპოვების შემდეგ, მაქს ფერსტაპენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ისტორიაში, ვინც პირველი რიგიდან აიღო სტარტი. წინა რეკორდი 55 წელი იყო ძალაში - ის 1961 წელს, იტალიის გრანპრიზე 19 წლის რიკარდო როდრიგესმა დაამყარა.
რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში - როსბერგი კარიერაში 50-ე გრანპრიზე იყო ლიდერი. სპაზე მას მეტოქეებისთვის ერთი წრეც არ მიუცია, შესაბამისად, კარიერაში მეშვიდე რბოლა მოიგო ისე, რომ სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა.
- ლუის ჰემილტონმა 17 პოზიცია მოიგო და სასტარტო 21-ე ადგილიდან მესამე მივიდა ფინიშთან. აქამდე, სპაზე ასეთი გარღვევა არავის ჰქონია. ჰემილტონმა კარიერაში მესამედ შეძლო მე-20 ან უფრო დაბალი ადგილიდან პოდიუმამდე მისვლა. ეს აბსოლუტური რეკორდია. 80-იან წლებში ორჯერ შეძლო ასეთი რამ ჯონ უოტსონმა.
- ჰემილტონისთვის ეს იყო 97-ე პოდიუმი კარიერაში. ბრიტანელი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ფერნანდო ალონსოს. 106 პოდიუმით მეორეზეა ალენ პროსტი, ლიდერი კი მიხაელ შუმახერია - 155 პოდიუმი.
- კარიერაში მეორედ, დანიელ რიკარდო ზედიზედ სამ რბოლაში შევიდა პირველ სამეულში. წინა ჯერზე მან ეს 2014 წელს შეძლო - ესპანეთში, მონაკოსა და კანადაში.
- ზედიზედ მეოთხე რბოლაა, პოდიუმზე ვერ ვიხილეთ "ფერარის" პილოტები.
- მეცხრე ადგილი ფინიშზე - ყველაზე ცუდი შედეგია ბელგიაში ამ ეტაპის ოთხგზის გამარჯვებულისთვის კიმი რაიკონენისთვის.
- ბელგიის გრანპრი ზედიზედ 70-ე მოუგებელი რბოლა იყო "მაკლარენისთვის". გარდა ამისა, ზედიზედ 50 ეტაპია, ამ გუნდის პილოტები ვერ ახერხებენ პოდიუმზე ასვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"