ფორმულა 1: ქორწილი და Spice Girls

AutoSharing Option
"რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი და ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილი სოლისტი ჯერი ჰოლიუელი მომავალი საქორწინო ცერემონიისთვის ემზადებიან და გასაკვირი არ არის, რომ ამ პერიოდში წყვილი ბრიტანული ტაბლოიდების გადამეტებული ყურადღებით სარგებლობს.

კერძოდ, ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამ მოვლენისთვის Spice Girls გაერთიანდეს - პირველად 2012 წლის შემდეგ, როცა ჯგუფი ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოვიდა. ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტენ ჯგუფის წევრები, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერიმ და კრისტიანმა ქორწილზე კვინტეტის ყველა დანარჩენი წევრი - ვიქტორია ბექჰემი, მელანი ჩისჰოლმი, მელანი ბრაუნი და ემა ბანტონი მიიწვიეს.

"ჯერის სურს, რომ ყველა Spice Girls აუცილებლად იყოს ქორწილში", - მოჰყავს ერთ-ერთი წყაროს სიტყვები გაზეთ The Sun-ს. სხვათა შორის, სწორედ ჰოლიუელი იყო პირველი, ვინც 1998 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა, რომ ტოვებს ჯგუფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული