ფორმულა 1-ის მომავალი "ფერარისგან"

AutoSharing Option
გუშინ კომპანია "ფერარიმ" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ფორმულა 1-ს მომავლის ბოლიდის გამოსახულებები. სწორედ ასეთი წარმოუდგენიათ მარანელოს კონსტრუქტორებს "დიდი ცირკის" მომავალი.

ამ საინტერესო სურათების გამოქვეყნების დრო შემთხვევით არ არის შერჩეული: 17 თებერვალს, ჟენევაში გაიმართება ფორმულა 1-ის კომისიის სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია - უახლოეს წლებში განვითარების პერსპექტივები. ასე რომ, იტალიურ გუნდს სურს მიანიშნოს - როგორი შეიძლება იყოს განვითარების სავარაუდო მიმართულებები.

ორი კვირის წინ, სტრატეგიული ჯგუფის სხდომაზე მსგავსი პროექტები წარმოადგინეს "მაკლარენმა" და "რედ ბულმა", მაგრამ არ გამოუქვეყნებიათ. ბრიტანული Autosport-ის ინფორმაციით,
მათი წინადადება ისეთი თამამი არ არის, როგორიც გუშინ "ფერარიმ" წარმოადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული