მიხაელ შუმახერზე მილიონები იხარჯება

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Express-ის ინფორმაციით, გერმანელი მიხაელ შუმახერის რეაბილიტაციაზე დანახარჯმა 10 მილიონ ფუნტს გადააჭარბა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისა და მეგობრების თქმით, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ, ასეთი დანახარჯი არ არის შუმახერის სრულად გამოჯანმრთელებისა და მისი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების გარანტია.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ბრიტანული გამოცემის წყარომ ლეგენდარული მრბოლელის რეაბილიტაციის პროგრესს ძალიან ნელი უწოდა და განაცხადა, რომ სასწაულს არ უნდა ველოდოთ.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მიხაელი უკვე აღარ
არის მიჯაჭვული საწოლს და შეუძლია ფანჯარასთან ჯდომა პროცედურებს შორის შესვენებებისას. ასევე, შუმახერი ცნობს ნათესავებს, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია სახის კუნთების ატროფიის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული