"რენო" ფორმულა 1-ში ბრუნდება?

AutoSharing Option
ფრანგული კონცერნი "რენო", რომელიც ოთხი წელია ფორმულა 1-ში მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის რანგშია დარჩენილი, შესაძლოა, ისევ გახდეს ჩემპიონატის სრულფასოვანი მონაწილე.

"რენოს" ხელმძღვანელობა განიხილავს ფორმულა 1-ში საკუთარი პოზიციების გადახედვის შესაძლებლობას და შესაძლოა, ეს გახდეს "სამეფო რბოლებში" ქარხნული გუნდის დაბრუნების პირობა.

ფრანგული კომპანიის გუნდი ფორმულა 1-ში 1977 წლიდან შესვენებებით გამოდის და ორჯერ აქვს მოგებული კონსტრუქტორთა თასი. "რენო" ასევე მრავალი წლის განმავლობაში ძრავების მიმწოდებელია ფორმულა 1-ში.

"ამ სარბოლო სერიაში მარკეტინგის გამო ვართ. თუ ჩვენ გვინდა, რაღაც სხვანაირად გავაკეთოთ, გახსნილები ვართ თანამოაზრეებისთვის. ახლა მხოლოდ ერთი
კლიენტი გვყავს - "რედ ბული". ჩვენი პრიორიტეტი მდგომარეობს საკუთარი კლიენტის დაკმაყოფილებაში. არის თუ არა ეს იდეა რაციონალური? ჯერჯერობით რთულია რაიმეს თქმა", - განაცხადა Renault Sport F1-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სირილ აბიტებულმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული