ფორმულა 1: მიხაელ შუმახერის მეუღლე ქონებას ყიდის

AutoSharing Option
SkySport-ის ინფორმაციით, მიხაელ შუმახერის მეუღლემ გაყიდა სახლი ნორვეგიაში, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ეკუთვნოდა. სახლი ტრიუსილის რაიონში მდებარეობს, რომელიც ოსლოდან ორი საათის სავალზეა.

შუმახერის ნორვეგიული მამულის საერთო ფართობი 645 კვადრატული მეტრია. ის მოიცავს სახლს, ავტოფარეხს ექვსი მანქანისთვის და სატრენაჟორო დარბაზს. მისი რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ 2.5 მილიონი ევრო შეადგინა.

სახლი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. ლეგენდარული პილოტი ხშირად სტუმრობდა მას და ადგილობრივ საფეხბურთო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ბოლო წლებში იქ მიხაელის ოჯახის მეგობრები ცხოვრობდნენ.

უფრო ადრე შუმახერის მეუღლემ გასაყიდად გამოიტანა "ფერარი F-2000", რომლითაც
მიხაელმა კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა. აგრეთვე - პირადი თვითმფრინავი Falcon 2000EX.

პრესის ცნობით, შუმახერის ოჯახი ამ გზით ცდილობს საჭირო თანხის მიღებას ძვირად ღირებული მკურნალობისთვის. დეკემბერში გერმანელი პილოტის მენეჯერმა საბინა კემმა განაცხადა, რომ სპონსორებმა ზურგი არ შეაქციეს შუმახერს, მისი ავადმყოფობის მიუხედავად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული