ფორმულა 1. ფერნანდო ალონსო ვერ დაიწყებს?

AutoSharing Option
"მაკლარენის" ესპანელი პილოტის, ფერნანდო ალონსოს მენეჯერი ლუის გარსია აბადი არ გამორიცხავს იმ ვარიანტს, რომ მისი კლიენტი გამოტოვებს სეზონის პირველ ეტაპს, ავსტრალიის გრანპრის, რომელიც 15 მარტს მელბურნში გაიმართება.

ჰოსპიტალში გატარებული ოთხი დღის შემდეგ 33 წლის პილოტი მშობლიურ ოვიედოში დაბრუნდა, სადაც დროს ოჯახის წევრებთან ატარებს. წინასწარ იყო გამოცხადებული, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ვერ ვიხილავდით წინასასეზონო ტესტების ბოლო სერიაში, რომელიც გუშინ ბარსელონაში დაიწყო.

"თქვენ თავად ნახეთ ალონსო და დარწმუნდით, რომ თავს ნორმალურად გრძნობს, - განაცხადა გუშინ აბადმა. - ის ლაპარაკობს, ჭამს, იცინის -
აკეთებს ყველაფერს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები".

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ფერნანდოს მანქანის მართვა, აბადმა უპასუხა: "როცა ის სრულად აღიდგენს კონდიციებს და დაისვენებს, სწორედ მაშინ განაახლებს მუშაობას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა იქნება სეზონის ბოლო რბოლაში - სწორედ იქ გაირკვევა ჩემპიონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული