მეორე წინასასეზონო ტესტებისას განცდილი ავარიის დროს "მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ნაწილობრივ დაკარგა მეხსიერება.
როგორც F1-Insider-ი იტყობინება, როცა ესპანელი ბოლიდიდან ამოიყვანეს, მას არ ახსოვდა, ვინ იყო, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ჯერ ისევ "ფერარიში" გამოდის და ვერ იხსენებს "მაკლარენში" გადასვლას. გამოცემა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში პილოტს მეხსიერება სრულად აღუდგა.
მიაჩნიათ, რომ მეხსიერების დაკარგვაზე, შესაძლოა, ელექტროშოკმა იმოქმედა, რადგან მანქანაში რამდენიმე სისტემაა, რამაც შეიძლება დენის დარტყმა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შემდეგ ალონსო ჰოსპიტალში აღმოჩნდა და გამოტოვა წინასასეზონო ტესტების მესამე სერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
02:40 03-03-2015
ფერნანდო ალონსოს მეხსიერება დაუკარგავს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული