ფორმულა 1: ფერნანდო ალონსომ 20 წელი დაკარგა

AutoSharing Option
ესპანურმა გაზეთმა "ელ პაისმა" კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა "მაკლარენ ჰონდას" პილოტ ფერნანდო ალონსოს ავარიის შესახებ, რომელიც ბარსელონას მეორე სატესტო სერიის დროს მოხდა. კერძოდ, გამოცემა წერს ავარიის შემდეგ ალონსოს უცნაური ფრაზის შესახებ.

ინციდენტის შემდეგ ექიმებმა პილოტს სამი შეკითხვა დაუსვეს: ვინ არის, რას აკეთებს და რის მიღწევას აპირებს მომავალში. ამაზე ალონსომ შემდეგნაირად უპასუხა:

"მე ვარ ფერნანდო, დაკავებული ვარ კარტინგის რბოლებით და მინდა გავხდე ფორმულა 1-ის პილოტი". მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარწმუნებული იყო, რომ 1995 წელში იმყოფებოდა.

როგორც უკვე ვწერდით, 33 წლის ესპანელმა უკვე
სრულად აღიდგინა კონდიციები და ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშებს შეუდგა, თუმცა ექიმების რჩევით, გამოტოვებს სეზონის პირველ რბოლას - ავსტრალიის გრანპრის, რომელიც 15 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული