ფორმულა 1: "დიდ ცირკში" დიდი გაურკვევლობაა

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ჰოლანდიელმა პილოტმა გიდო ვან დერ გარდემ სასამართლოში უჩივლა შვეიცარიულ საჯინიბო "ზაუბერს". საქმე ისაა, რომ გუნდმა 2015 წელს საპრიზო პილოტის როლი შესთავაზა გიდოს, მაგრამ შემდეგ არჩევანი მარკუს ერიქსონსა და ფელიპე ნასრზე შეაჩერა. ვან დერ გარდემ სასამართლოში იჩივლა, "ზაუბერის" წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ჰოლანდიელთან კონტრაქტი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გაწყვიტეს.

თავდაპირველად, ვან დერ გარდემ შვეიცარიის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რომელმაც პილოტის გუნდში დატოვება მოითხოვა. გუშინ კი ვიქტორიას შტატის (ავსტრალია) უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და გამოაცხადა, რომ გიდოს უფლება აქვს,
მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის სეზონის პირველ რბოლაში, "ზაუბერი" კი ვალდებულია, ასეთი შესაძლებლობა მისცეს მას.

შვეიცარიულმა საჯინიბომ სასწრაფოდ აპელაცია შეიტანა, რომელსაც დღეს განიხილავენ.

"მოუთმენლად ველოდები გუნდში დაბრუნებას იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელო", - განაცხადა ვან დერ გარდემ, რომელსაც ახალი "ზაუბერით" არც ერთ სატესტო სერიაში არ მიუღია მონაწილეობა.

იმასაც შეგახსენებთ, "ზაუბერს" კიდევ ერთი პილოტი, ადრიან სუტილი უჩივის, რომელსაც ასევე შეპირდნენ ახალ სეზონში საპრიზო პილოტის სტატუსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული