ფორმულა 1: ყველაზე მდიდარი შუმი ყოფილა

AutoSharing Option
კომპანია Wealth-X-მა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მდიდარი პილოტების სია შეადგინა.

ათეულს სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული გერმანელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელიც, ამჟამად, რეაბილიტაციის კურსს გადის თავის მძიმე ტრავმის შემდეგ.

მეორეზე გავიდა ესპანელი ფერნანდო ალონსო, ხოლო მესამეზე - ფინელი კიმი რაიკონენი.

ფორმულა 1-ის ყველა დროის ყველაზე მდიდარი პილოტების სია ასე გამოიყურება:

1. მიხაელ შუმახერი 780 მლნ
2. ფერნანდო ალონსო 220 მლნ
3. კიმი რაიკონენი 180 მლნ
4. ედი ირვაინი 180 მლნ
5. ლუის ჰემილტონი 110 მლნ
6. ჯენსონ ბატონი 100 მლნ
7. ალენ პროსტი 70 მლნ
8. დევიდ
კულტჰარდი 70 მლნ
9. სებასტიან ფეტელი 45 მლნ
10. ნიკო როსბერგი 30 მლნ

* * *
ამასობაში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს მიხაელ შუმახერის "ფერარი", რომლითაც ის მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონატზე გამოდიოდა. ლოტის სასტარტო ფასი 1.55 მილიონი ევროა.

ბოლიდის მფლობელი პაული ჰამბურგიდან აცხადებს, რომ მზად არის გამოეთხოვოს მანქანას, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაშია. მისი ინფორმაციით, შუმახერმა 1997 წელს ამ ბოლიდით იაპონიის გრან-პრი მოიგო.

გარდა ამისა, აუქციონზე გაიყიდება "ფერარის" მოტორჰოუმები. IVECO-ს სპეციალურ სატვირთო მანქანებს სკუდერია 2013 წლის შუამდე იყენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული