ფერნანდო ალონსო "მაკლარენს" მალაიზიის გრან-პრიზე დაუბრუნდება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდ "მაკლარენის" ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო, რომელმაც ჩემპიონატის პირველი ეტაპი გამოტოვა, დიდი ალბათობით, სეზონის მეორე ეტაპზე - მალაიზიის გრან-პრიზე იასპარეზებს.

საჯინიბოს დირექტორის ერიკ ბულიეს ცნობით, საჭესთან ალონსოს დაბრუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ექიმები დღეს, 22 მარტს, მიიღებენ.

მალაიზიის გრან-პრი 27-29 მარტს კაუალა-ლამპურში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ალონსო ბარსელონაში გამართულ სეზონისწინა ტესტებზე ავარიაში მოყვა, რის გამოც რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. კომპიუტერულ ტომოგრაფიას სერიოზული დაზიანება არ გამოუვლენია, თუმცა ავარიის შემდეგ ალონსოს მეხსიერების დროებით დაკარგვა აღენიშნებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული