როგორც იტყობინებიან, კონტრაქტის თანხა არ შეცვლილა წინა ხელშეკრულებასთან შედარებით - 31 მილიონი დოლარი წელიწადში, რასაც სხვადასხვა პრემია დაემატება. ასე რომ, ბრიტანელი პილოტის საერთო შემოსავალი დაახლოებით 40 მილიონი იქნება. ამდენივეს იღებენ სებასტიან ფეტელი "ფერარიში" და ფერნანდო ალონსო "მაკლარენში".
"კონტრაქტის საკითხი 99.6 პროცენტით არის მოგვარებული. ყველაფერი განვიხილეთ და მხოლოდ ფორმალობები დარჩა", - განაცხადა ჰემილტონმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"