ფორმულა 1: ახალი ჭორები ალონსოზე

AutoSharing Option
ბარსელონას ტესტებზე "მაკლარენის" პილოტის, ფერნანდო ალონსოს ავარიის შესახებ ჭორებმა კულმინაციას მიაღწია. ამის შესახებ წერს Autosport.com-ი.

როგორც ჟურნალისტი მიხაელ შმიდტი იტყობინება, ესპანელმა ავტომრბოლელმა იმ ავარიის შემდეგ, შესაძლოა, წამლების ზედმეტი დოზა მიიღო.

თავად ესპანელი მალაიზიის გრანპრის წინ გაკვირვებული იყო კითხვებით იმის შესახებ, რომ ბარსელონაში ავარიის მომენტში გონება დაკარგა და დროებითი ამნეზია დაემართა, მაგრამ მოგვიანებით ალონსომ აღიარა, რომ მეხსიერების მხრივ გარკვეული პრობლემები მას მართლაც ჰქონდა.

"საავადმყოფოში ნორმალურ მდგომარეობაში გავემგზავრე, - განაცხადა ალონსომ მალაიზიაში. - მაგრამ არის პერიოდი - დაახლოებით ორიდან ექვს საათამდე, როცა
ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი".

შმიდტმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი დაწერა: "ჩვენამდე მოვიდა ჭორი, რომ ალონსოს შეცდომით ორჯერ გაუკეთეს დამამშვიდებელი - ერთხელ ტრასაზე ინციდენტის შემდეგ, მეორედ უკვე საავადმყოფოში.

დამაწყნარებლის დიდმა დოზამ შეიძლება ახსნას გონების ხანმოკლე დაკარგვა ავარიის შემდეგ. შესაბამისად, ამით იყო გამოწვეული ფერნანდოს ხანგრძლივი ყოფნა საავადმყოფოში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული