ფორმულა 1: ლუისმა მოგება დაგეგმა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე - მალაიზიის გრანპრიზე მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი ჩინეთში თავის საყვარელ ტრასაზე სებასტიან ფეტელის გასწრებასა და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნებას აპირებს.

"მალაიზიაში ყველაფერი ჩვენი სცენარით არ განვითარებულა - პრობლემები პარასკევს მანქანასთან, შაბათს კვალიფიკაციის დროს წვიმა, ასევე, თავად რბოლა... სწორედ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, მაგრამ გარემოება არ იყო ჩვენს მხარეს.

შანხაის ავტოდრომი, რომელზეც ამ კვირას მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართება, ერთ-ერთი საყვარელი ტრასაა ჩემთვის. ძირითადად, ეს გულშემატკივრების დამსახურებაა. ფანები ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს.

შარშან აქ რბოლა
მოვიგე, კარიერის განმავლობაში კი მხოლოდ ორჯერ ვერ ავედი პოდიუმზე. ამიტომაც ჩემი მიზანია - ყველაზე წინ ვიყო ფინიშზე", - განაცხადა ჰემილტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული