ფორმულა 1: "ჰონდას" 100 ცხენი აკლია

AutoSharing Option
გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს მიმდინარე სეზონში "მაკლარენის" ჩამორჩენის მიზეზი.

მალაიზიაში ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი ლიდერებს წრეზე 2.5 წამით ჩამორჩებოდნენ და ამის მიზეზი ძალისმიერი აგრეგატის სიმძლავრის დეფიციტია.

ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებს შორის "ჰონდას" ინჟინრებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ამ მომენტისთვის იაპონური კომპანიის ძრავა კონკურენტებს 125 ცხენის ძალით ჩამორჩება, - იტყობინებიან გერმანელი ჟურნალისტები. "მაკლარენის" ინკოგნიტო წყარომ დაადასტურა ჩამორჩენა, თუმცა უფრო ნაკლებ სხვაობაზე ლაპარაკობს: "ჩვენი ძალისმიერი აგრეგატი დაახლოებით 100 ცხენის ძალით ნაკლებია".

"ჰონდაში" ამ პრობლემის მოგვარების გზებს ეძებენ,
მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ამასობაში, ძრავასთან დაკავშირებული სირთულეები მანქანის შასის განვითარებას უშლის ხელს. მალაიზიაში "მაკლარენის" ინჟინრებმა აეროდინამიკური სიახლეები ჩაიტანეს, მათ შორის, ახალი "ცხვირი", ფსკერი და გვერდითი პონტონები, მაგრამ სათანადოდ მათი ეფექტურობის შეფასება ვერ შეძლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული