McLaren P1 მიახლოებულია ფორმულა 1-ის მანქანებთან: უკანა სავალი ღერძი, ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატის ცენტრალური განლაგება და KERS-ის სისტემა. 3.8-ლიტრიანი V8 ძრავა ორმაგი ტურბოთი და 900 ცხენის ძალის ელექტროძრავა ერთად 900 ცხენის ძალის ტოლფას სიმძლავრეს ავითარებს. თუმცა, რა თქმა უნდა, "მაკლარენის" ავტომობილი გაცილებით მეტს იწონის, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდი.
მანქანის ღირებულება -
McLaren P1 - ერთადერთი სუპერკარი არ არის ჰემილტონის კოლექციაში. მას უკვე დიდი ხანია ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა - Pagani Zonda, ამას წინათ კი შეიძინა ახალი LaFerrari ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატით.
* * *
ცნობილია, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არ მალავს შოუბიზნესში დამკვიდრების სურვილს, მეგობრობს R&B-ის ვარსკვლავებთან და თავისუფალ დროს საკუთარ მუსიკას ქმნის, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, რა უფრო მალე მოხდება - პირველი დისკის გამოსვლა თუ კინოში დებიუტი.
ბაჰრეინში გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლუის ჰემილტონი რომში ჩაფრინდა, სადაც მონაწილეობა მიიღო კომედია Zoolander-ის სიქველში.
Zoolander 2-ის (პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა) რეჟისორი ისევ ბენ სტილერია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს. ჰემილტონს კი ფილმში პატარა ეპიზოდი აქვს, რომელშიც საკუთარ თავს თამაშობს.
ფილმი მომავალი წლის თებერვალში უნდა გამოვიდეს ეკრანებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"