ფორმულა 1: ლუის ჰემილტონი ისევ მოლოდინშია

AutoSharing Option
ლუის ჰემილტონსა და "მერსედესს" შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჭორები, როგორც ჩანს, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

სწორედ ამ საკითხის დაყოვნებამ წარმოშვა საუბრები იმის შესახებ, რომ ჰემილტონი, შესაძლოა, მომავალ სეზონში "ფერარის" რიგებში ვიხილოთ, მაგრამ გერმანულ პრესაში ბოლო დღეებში დაიწერა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, ხოლო "მერსედესის" დირექტორმა ნიკი ლაუდამ განაცხადა: "ყველაფერი ესპანეთის გრანპრის დროს გამოცხადდება".

თუმცა უკვე ორი დღის შემდეგ ლაუდამ მიანიშნა, რომ ბარსელონაში მისი გუნდი მხოლოდ ტრასაზე გამოსვლაზე იქნება კონცენტრირებული. ამიტომაც არ უნდა ველოდოთ ახალ ამბებს ჰემილტონის მომავალი კარიერის შესახებ.

"არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ველოდები, რომ განცხადებას მონაკოს გრანპრის წინ ან უფრო ადრე გავაკეთებთ", - თქვა ლაუდამ.

შეგახსენებთ, რომ ეტაპი მონაკოში 24 მაისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული