"მერსედესმა" ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუგებრობა მოაწყო, - წერს The Sun. - ბრიტანელი პილოტი იოლი და მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ მიდიოდა, როცა გუნდის ხელმძღვანელობამ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო - ბოქსებში დაუძახა ლუისს. დაუჯერებელია, როგორ დააკარგვინეს მას 21-წამიანი უპირატესობა და აჩუქეს გამარჯვება ნიკო როსბერგს".
კოლეგებს მხარი დაუჭირეს The Telegraph-ში: "გაოგნებული და შოკირებული პადოკი თავს იმტვრევდა სპორტის ისტორიაში ანალოგიური სიტუაციის მოძიებით. და
Times-მა მომხდარს ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა ფორმულა 1-ის ისტორიაში. "როცა სტატისტიკის სპეციალისტები დაიწყებენ ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომის ძებნას, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს არის მონაკოს გრანპრი. გამარჯვება მოიპოვა ნიკო როსბერგმა - ეს უჩვეულო იღბალი იყო მის კარიერაში. მეორეს მხრივ, ეს არის ნოუთბუკებისა და მძლავრი კომპიუტერების დამამცირებელი მარცხი, რამაც ლუის ჰემილტონს წაართვა მის სპორტულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება".
ეს იგივე სიტუაციაა, რომ მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე 10:0-ს იგებდე და მაინც დათმო შეხვედრა. ეს გასაოცარია. შოკისმომგვრელია. და ამას უნდა დაემატოს სიტყვათა შეხამება: "არაკომპეტენტური მოქმედება". საღი გონება და მრავალწლიანი გამოცდილება, რომ არაფერი ვთქვათ ინტუიციაზე, რომელიც პირველ პლანზე უნდა გამოსულიყო. სწორედ ამ მომენტში უნდა ეთქვა "მერსედესს" უარი კომპიუტერებისთვის".
Independent-ის ჟურნალისტები არანაკლებ აგრესიულად არიან განწყობილნი "მერსედესის" მიმართ: "როგორც ჩანს, ჰემილტონის გამარჯვება არაკომპეტენტურობას შეეწირა".
მაგრამ Guardian ყველაფერში მხოლოდ გუნდს არ ადანაშაულებს. თავისი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჰემილტონმაც უნდა აიღოს: "საბოლოოდ, პასუხისმგებლობა "მერსედესზე" მოდის და მან აღიარა თავისი დანაშაული, მაგრამ ჰემილტონს ასევე შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, რადგან ის გუნდს ელაპარაკებოდა".
Daily Mail-მა ივარაუდა, რომ "მერსედესმა" შეგნებულად დაუშვა შეცდომა, რათა დაეკმაყოფილებინა გერმანული კონცერნის, კერძოდ, Daimler AG-ის შეფის დიტერ ცეტშეს ინტერესები, რომელიც რბოლის სანახავად იყო ჩასული მონაკოში: "ერთ-ერთი ვერსიით, ძირითადი იყო არა შეცდომები მათემატიკაში, არამედ, სპეციალური გეგმა: გერმანულ გუნდში თითქოს უნდოდათ, გრანპრი გერმანელ პილოტს მოეგო, რადგან ეტაპს გერმანული კონცერნის ხელმძღვანელობა ესწრებოდა".
თუმცა "მერსედესში" უარყვეს ეს ვერსია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"