ზაფხულის საწვრთნელი ბანაკის პროგრამა პირადად "მაკლარენის" პილოტმა შეადგინა. ის ხუთ დღეზეა გათვლილი და იქ მიწვეულნი იქნებიან რვიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები და გოგონები. პროგრამის მიზანია - დაეხმაროს ბავშვებს სწორად გადადგან პირველი ნაბიჯები ავტოსპორტის ამ სახეობაში. მოსწავლეები შეისწავლიან კარტის მოწყობილობას, ივარჯიშებენ სხვადასხვა კონფიგურაციის ტრასაზე და აითვისებენ უსაფრთხო პილოტირების წესებს.
ალონსოს ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე წერია, რომ პარალელურად ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას.
რა თქმა უნდა, კარტოდრომი მოსწავლეებს სრულ პანსიონს, მანქანებსა და ყველა საჭირო ამუნიციას შესთავაზებს. სხვათა შორის მეცადინეობები ჩატარდება არა მხოლოდ ოვიედოში, არამეც სხვა გასართობ ცენტრებში. სწავლის დასრულების შემდეგ ბავშვები მიიღებენ ესპანეთის კარტინგის ფედერაციის ლიცენზიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"