ფორმულა 1: ალონსომ სკოლა გახსნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ფერნანდო ალონსომ ბავშვების შეგროვება დაიწყო კარტინგის საკუთარი სკოლისთვის, რომელიც ორგანიზებული იქნება ქალაქ ოვიედოსთან ახლოს გახსნილ ახალ კარტოდრომზე.

ზაფხულის საწვრთნელი ბანაკის პროგრამა პირადად "მაკლარენის" პილოტმა შეადგინა. ის ხუთ დღეზეა გათვლილი და იქ მიწვეულნი იქნებიან რვიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები და გოგონები. პროგრამის მიზანია - დაეხმაროს ბავშვებს სწორად გადადგან პირველი ნაბიჯები ავტოსპორტის ამ სახეობაში. მოსწავლეები შეისწავლიან კარტის მოწყობილობას, ივარჯიშებენ სხვადასხვა კონფიგურაციის ტრასაზე და აითვისებენ უსაფრთხო პილოტირების წესებს.

ალონსოს ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე წერია, რომ პარალელურად ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას.
ამისთვის სკოლაში მიიწვევენ მასწავლებლებს ბრიტანეთიდან, რომლებიც სპეციალიზდებიან სარბოლო ტერმინოლოგიაში. უცხოელებს კი სთავაზობენ ესპანური ენის კურსს.

რა თქმა უნდა, კარტოდრომი მოსწავლეებს სრულ პანსიონს, მანქანებსა და ყველა საჭირო ამუნიციას შესთავაზებს. სხვათა შორის მეცადინეობები ჩატარდება არა მხოლოდ ოვიედოში, არამეც სხვა გასართობ ცენტრებში. სწავლის დასრულების შემდეგ ბავშვები მიიღებენ ესპანეთის კარტინგის ფედერაციის ლიცენზიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული