ფორმულა 1: ექლსტოუნისთვის მემკვიდრეს ეძებენ

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მომუშავე ორი ავტორიტეტული კორესპონდენტის აზრით, "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი იდეალური კანდიდატია იმისთვის, რომ მომავალში "სამეფო რბოლების" ხელმძღვანელი გახდეს.

ბრიტანული "თაიმსის" ჟურნალისტს, კევინ იზონს მიაჩნია, რომ დროა, ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა მემკვიდრე მოძებნოს. ამ მომენტისთვის ფორმულა 1-ში აუდიტორია ეცემა, მცირე გუნდები ახლოს არიან გაკოტრებასთან, აქციონერებმა კი არ იციან, როგორ დაუბრუნონ ამ სარბოლო სერიას ძველი დიდება.

იზონს მიაჩნია, რომ დღევანდელ ფორმულა 1-ს 84 წლის ბრიტანელის მეთაურობით არ შეუძლია, ნაბიჯი გადადგას XXI საუკუნეში.

"ადრე თუ გვიან, "სამეფო რბოლებს"
მოუწევს ამის გაკეთება. ექლსტოუნისთვის აუცილებელია, "რედ ბულიდან" კრისტიან ჰორნერი გამოიძახოს და გადასცეს მას მართვის ბერკეტები. ჰორნერი - ახალგაზრდა, ჭკვიანი და თანამედროვე ადამიანია, რომელიც ყველა მოვლენის კურსშია".

კიდევ ერთი ბრიტანული გაზეთის, "დეილი მეილის" კორესპონდენტი ჯონათან მაკევოი ასევე ფიქრობს, რომ 41 წლის ბრიტანელი იდეალური კანდიდატია ამ პოსტზე:

"ჰორნერი - ჭკვიანი, ახალგაზრდა, ენერგიული, წარმატებული და უშიშარი ხელმძღვანელია, რაც ასე საჭიროა სპორტში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა "რედ ბულში" რიგით თანამშრომლად მუშაობდა, მან ყველა ეს თვისება გამოავლინა. ჰორნერისთვის უფლებამოსილების გადაცემა - ექლსტოუნის ბოლო დიადი საქმე იქნება ფორმულა 1-ისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული